გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

შეიგრძენი უკეთესი ცხოვრების გემო

უკეთესი არჩევანი

დააგემოვნე გემრიელი და ჯანსაღი კერძები Better Choice მენიუდან, რომელიც ნუტრიციოლოგ Lut Van Lierde-თან ერთად, Planetary Health Diet-ის პრინციპების მიხედვით შევქმენით. თითოეული კერძი მკაცრ კვებით კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და გემოსა და ჯანსაღი კვების იდეალურ ბალანსს ქმნის.

ნუ იჩქარებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ჩვენი რესტორნები, მათ გარშემო არსებული გარემოს მსგავსად, თანამედროვე დიზაინსა და საცხობის ტრადიციებს აერთიანებს

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენი მენიუ ბუნებრივ და ნატურალურ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული, ყოველდღიურად ახალ-ახალი კერძები მზადდება. ყველაფრის ცენტრში კი ჩვენი პურია, რომელიც ყველა გემოს ერთ მთლიანობად აქცევს.

გაეცანი ჩვენს მენიუს

ᲝᲗᲮᲘ ᲘᲜᲒᲠᲔᲓᲘᲔᲜᲢᲘ.
ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲝᲑᲘᲗ ᲞᲣᲠᲘ.
ᲔᲠᲗᲘ ᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲐ.

ჩვენი ისტორიები. შენი ისტორიები. ისტორია.

©1990
2026

კომუნალ მაგიდა: ადგილი, სადაც ურთიერთობები იწყება

რესტორნებში ბუნებრივ და თბილ ატმოსფეროს ქმნის, კომუნალ მაგიდები კი სივრცის მთავარ ელემენტად იქცა. გვჯერა, რომ ერთობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მაგიდები იმდენად გრძელია, რომ ყველას შეხვდეს ადგილი და იმდენად ვიწრო, რომ ერთმანეთთან საუბარი ყველამ შეძლოს. აქ ძველი მეგობრები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში კი ახალი მეგობრობა, ურთიერთობები და პროფესიული კავშირებიც იბადება. ყოველი ახალი მაგიდისთვის ძველ ხეს გულდასმით არჩევენ და ამზადებენ, სანამ მისი ზედაპირი სრულად არ გლუვდება. წლების განმავლობაში კი სტუმრების შეხებისა და ჩვენი მასპინძლების ყოველდღიური მოვლის შედეგად ხე უკეთეს იერს იძენს.

სტატიის წაკითხვა

ჩვენი ისტორია

ალენ კუმონმა ცხობა ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა. იმდენად პატარა იყო, რომ სამზარეულოს დახლს ვერ სწვდებოდა, ამიტომ დეიდა სიმონი სკამს მიუდგამდა, რათა ენახა, როგორ ამზადებდა პურის ცომს. კვირაობით ერთად აცხობდნენ სხვადასხვა ფორმის პურს და თორმეტ ტარტსაც. ცხობის სიყვარული ალენს ოჯახიდან მოჰყვება. დედის მხრიდან მის ბებია-ბაბუას ბელგიაში, ლიეჟთან ახლოს, რესტორანი ჰქონდათ, მამა კი შეფმზარეული იყო. ალენმა ნამურში იმავე სტუმარმასპინძლობის სკოლაში ისწავლა, რომელიც მამამისმაც დაამთავრა. თავდაპირველად მათ კვალს გაჰყვა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი გზის არჩევის დროც დადგა.

სტატიის წაკითხვა

ჩვენ შესახებ

Le Pain Quotidien, რაც ფრანგულად „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს, საცხობი-რესტორნების ქსელია, რომელიც ალენ კუმონმა 1990 წელს ბრიუსელში დააარსა. როგორც ახალგაზრდა შეფმზარეული, ალენი უკმაყოფილო იყო ბრიუსელში არსებული პურის ხარისხით, ამიტომ საკუთარი ორგანული პურის ცხობა დაიწყო. ის ბუნებრივ საფუარზე და მხოლოდ 4 ინგრედიენტით მზადდებოდა: ფქვილი, წყალი, მარილი და დრო. დღეს Le Pain Quotidien-ს 19 ქვეყანაში 210-ზე მეტი საცხობი-რესტორანი აქვს. ჩვენი მისიაა შევქმნათ სახლივით თბილი გარემო, სადაც ადამიანები ურთიერთობენ და ადგილზე მომზადებულ მარტივ, გემრიელ და ავთენტურ კერძებს მიირთმევენ.

სტატიის წაკითხვა
სრული ჟურნალის დათვალიერება