სიმარტივე ალენის ხედვით
ჩვენი დამფუძნებელიჟურნალი
01 ოქტომბერი 2024

დასაწყისი
ალენ კუმონი მზარეულების ოჯახში დაიბადა. მის ბებია-ბაბუას რესტორანი ჰქონდა, მამა შეფმზარეული იყო, დეიდა სიმონი კი ნიჭიერი კონდიტერი, რომელიც ყოველ შაბათს ტარტებს აცხობდა და კვირას მთელი ოჯახი ერთად მიირთმევდა. ექვსი წლის ასაკში ალენმა სახლში თაროზე შემოდებული ორი კულინარიული წიგნის კითხვა დაიწყო. ცნობილი შეფმზარეულების რეცეპტებისა და რჩევების დახმარებით, კულინარია დამოუკიდებლად შეისწავლა, მისი პირველი ნამუშევრები შოკოლადის მუსი, პროფიტროლები და ეკლერები იყო. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ელოდა წინ...
თავი 1
სიმარტივე ალენის ხედვით

მარტივად
1990 წელს ალენ კუმონმა ბელგიაში, ანტუან დანსარტის ქუჩაზე, პირველი Le Pain Quotidien გახსნა. ის, რაც პატარა საცხობით დაიწყო, მოგვიანებით გლობალურ ბრენდად იქცა. თუმცა მთავარი ღირებულება, რომელიც ალენისთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო და დღემდე უცვლელი რჩება, სიმარტივეა.
ალენისთვის სიმარტივე მხოლოდ მინიმალისტურ დიზაინს ან მენიუს არ გულისხმობს. ეს ფილოსოფიაა, რომელიც ყველაფერში გვაერთიანებს: პურის მომზადების პროცესიდან ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობამდე.
მისგან ხშირად გაიგონებთ: „მეგობრებო, მოდი, ყველაფერი მარტივად გავაკეთოთ!“ ეს სიტყვები მუდმივად გვახსენებს, რომ ცხოვრების სილამაზე იმ მარტივ და გულწრფელ მომენტებშია, რომლებსაც ერთმანეთს ვუზიარებთ. იქნება ეს საერთო მაგიდასთან პურის გაზიარება თუ ახალი ინგრედიენტებით მომზადებული კერძის დაგემოვნება.
თავი 2
სიმარტივე ალენის ხედვით
ბუნებრივი განვითარება
ალენის პირველ მენიუში სულ ორი სახეობის საუზმე, რვა ტარტინი, ოთხი სალათი და სამი დესერტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ყველაფერი სეზონური და ადგილობრივი ინგრედიენტებით მზადდებოდა. ამ კერძებიდან ზოგიერთი ჩვენს მენიუში დღესაც არის: Le Pain Quotidien-ის საუზმე, შოკოლადის ბომბი და ტარტინი საქონლის ხორცითა და ბაზილიკით.
მოგვიანებით ალენმა ბელგია დატოვა და თავისი თამამი, იმ დროისთვის რევოლუციური იდეით, ორგანული ინგრედიენტებითა და ბუნებრივი საფუარით მომზადებული პურით, ნიუ-იორკში გადავიდა. იქ პირველი Le Pain Quotidien-ის რესტორანი გახსნა და მისი საერთაშორისო განვითარების ოცნებაც რეალობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესტორნების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, ალენის თავდაპირველი იდეა არასდროს დაგვვიწყებია:
„მარტივი, ჯანსაღი და გარემოზე ზრუნვით მომზადებული საკვები, რომელიც შეგიძლია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ჩვენს კომუნალ მაგიდასთან ან საკუთარ სახლში გაიზიარო“.


თავი 3
სიმარტივე ალენის ხედვით

ხედვა, რომელმაც ბრენდი შექმნა
შესაძლოა ბევრს დაავიწყდა, ან არც იცოდნენ, მაგრამ Le Pain Quotidien ყოველთვის უსწრებდა დროს. ჩვენს რესტორნებში მოწევა მანამდე იყო აკრძალული, სანამ ეს საყოველთაოდ მიღებული სტანდარტი გახდებოდა. პირველი ვეგეტარიანული კერძი კი ჩვენს მენიუში 1992 წელს გამოჩნდა. ჩვენ უარი ვთქვით ყველა სახის გაზიან სასმელზე 2005 წელს, 2011 წელს კი წარვადგინეთ პირველი ვეგანური კერძი. დღეს, 35 წლის შემდეგ, ჩვენი მენიუ გემრიელ კერძებს, გარემოზე ზრუნვასა და დაბალანსებული კვების პრინციპებს აერთიანებს. მის საფუძველს რამდენიმე მთავარი ღირებულება ქმნის: სეზონურობა, ადგილობრივ მომწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საკვების ნარჩენების შემცირება“.
ალენ კუმონი
კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?
Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.
სტატიის წაკითხვა
ჩვენი ტარტინები
პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.
სტატიის წაკითხვანუ იჩქარებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაLe Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.
მარტივი. ახალი. ნამდვილი
ჩვენი კერძებიჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.